გენერალური პროკურატურის ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ყოფილი ქალი პროკურორის განცხადებაზე, რომელიც უწყებაში სექსუალურ შევიწროებასა და სხვა უკანონობაზე საუბრობდა. უწყებაში ამბობენ, რომ შეისწავლიან მის მიერ ნახსენებ ყველა გარემოებას და მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

სალომე ადეიშვილმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პროკურატურა დატოვა და თან უწყებაში არსებული პრობლემები მიმოიხილა. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურაში თანამშრომლებს უკანონო ბრძანებებს აძლევენ და მათ შესრულებას აიძულებენ. ასევე, ქალებს ავიწროებენ, შრომას არ აფასებენ და ნაცნობობით იღებენ გადაწყვეტილებებს.

"იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;

იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ; იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!" — წერდა ის.