თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალი ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრა.

რიმა ბერაძის თქმით, "ავტობუსი ყოველ ათ წუთში მოძრაობს და მგზავრთა ნაკადის გადაყვანა ძალზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს".

"მოხარული ვარ, რომ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის განხორციელების შედეგებს ვხედავთ", — თქვა ბერაძემ.

ISUZI-ს ახალი ავტობუსი მარშრუტზე მარჯანიშვილის მოედანი-სვანეთის უბანი იმოძრავებს. ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.