უამრავ საზოგადოებაში (და მათ შორის, ქართულშიც) შვილის ყოლა ერთგვარ ვალდებულებად აღიქმება მშობლების, ქვეყნის თუ საზოგადოების წინაშე, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სრულიად განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ და თანაც კარგად ესმით, რომ შვილის გაჩენის მიზეზი არა სხვების აზრი, ბიოლოგიური საათი ან ტრადიციები, არამედ ამისთვის ემოციური და მატერიალური მზაობა უნდა იყოს.

და თუ ზემოთ ხსენებულზე ვთანხმდებით, მაშინ გეტყვით იმ 20 ფრაზას, რომლის მოსმენამაც უკვე ყველა დაღალა, ვისაც ჯერ შვილი არ ჰყავს.

აი, ისინიც:

1. არა უშავს, აზრს აუცილებლად შეიცვლი

2. უბრალოდ წარმოიდგინე რომ მშობელი ხარ, რა? არ გინდა?

3. ჯერ კიდევ არ არის გვიანი...

4. ბავშვები ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებენ

5. ბავშვის გაჩენა არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღო

6. გვარის გამგრძელებელი არ გინდა?

7. შვილების გაჩენამდე არაფერს წარმოვადგენდი...

8. შენმა ბიოლოგიურმა საათმა რით ვერ ჩამოჰკრა?

ფოტო: Crystal Ro / BuzzFeed

9. ბევრი დრო არ გაქვს, იჩქარე!

10. არადა შესანიშნავი მშობელი იქნებოდი

11. არ გინდა, რომ სიბერეში ვინმემ შენზე იზრუნოს?

12. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენს კარგავ

13. არა უშავს, შენს ასაკში მეც ასე ვფიქრობდი

14. როდესაც მშობელი ხდები, ნაკლებად ეგოისტი ხარ

15. მოიცა, On.ge-ზე ვნახე სტატია, რომელიც აზრს შეგაცვლევინებს

16. ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა

ფოტო: Crystal Ro / BuzzFeed

17. კარიერა კარგია, მაგრამ შვილი მაინც უმთავრესია

18. ბავშვებთან მეტი დრო გაატარე, იქნებ ამან მაინც შეგაცვლევინოს აზრი

19. შენი სხეული ბიოლოგიურად ამისთვისაა შექმნილი

20. აუცილებლად ინანებ!