ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ნამახვან ჰესი ვითარდება და მისი ინვესტორები აბრეშუმის გზის ფორუმსაც ესწრებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მივიწევთ სამშენებლო ნებართვის აღებისკენ და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას", — განმარტა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე, ნენსკრა ჰესი არის "ერთ-ერთი მსხვილი საფუძველი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის". მისივე განცხადებით, იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები:

"ნენსკრაზე მიმდინარეობს ახალი კონტრაქტორის შერჩევა, ამასობაში გრძელდება ჭუბერში სამუშაოები, დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით…"

მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობაზეც უნდა ჩამოყალიბდეს.

"ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელი პროექტები წინ წავწიოთ… ენერგეტიკა რჩება საინვესტიციოდ მიმზიდველ დარგად. გახსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და მცირე ჰესებში, სხვა ტიპის განახლებად სადგურებში უფრო მეტი ინტერესი აქვთ ინვესტორებს რომ ჩადონ თანხები. კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა", — ამბობს ნათია თურნავამ.