პუტინი და ერდოღანი სირია-თურქეთის საზღვრის ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდნენ
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირია-თურქეთის საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებენ. სირიაში მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტებმა 22 ოქტომბერს სოჭში ისაუბრეს. მოლაპარაკებები ექვს საათს გაგრძელდა.
მოლაპარაკების ფარგლებში პუტინმა და ერდოღანმა ათპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, თურქეთი 30-კილომეტრიანი ზონის იმ ნაწილს გააკონტროლებს, რომელზე კონტროლიც მან სამხედრო ინტერვენციის დროს დაამყარა. დანარჩენ ნაწილზე კი რუსეთის სამხედრო ძალები შევლენ, ხოლო ქურთულმა სამხედრო დანაყოფებმა ტერიტორია უნდა დატოვონ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რუსულ-თურქული საერთო პატრულირება.
პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა შეძლეს, სიტუაციის ნორმალიზებისთვის ერთობლივი მიდგომა ეპოვათ. გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ე.წ. უსაფრთხო ზონაში შესაძლოა სირიელი ლტოლვილების ნაწილი დასახლდეს, რომელიც ახლა თურქეთში ცხოვრობს.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.
ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაში სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) შედის.
სამხედრო ინტერვენცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მ ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან სირიელი ქურთები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები იყვნენ.
თურქული ძალებისგან თავდასაცავად ქურთებმა დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ თურქეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარების განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის პატრულირებს.
17 ოქტომბერს ანკარაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი 120 საათით ცეცხლს შეწყვეტდა, რა დროსაც ქურთები სირიის სასაზღვრო რეგიონიდან მებრძოლებსა და ტექნიკას გაიყვანდნენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
კომენტარები