როგორც ჩანს ამერიკელ ჰიპ-ჰოპის შემსრულებელ სნუპ დოგს მეგობრები საკმაოდ კარგად იცნობენ. რეპერმა 48 წლის იუბილეზე ჯოინთების ვეებერთელა თაიგული მიიღო.

კანაფის თაიგულის დიზაინზე სპეციალურად ყვავილების მაღაზიის, Flowers on Flowers-ის ფლორისტმა იზრუნა და უახლოესი ადამიანებისგან საჩუქარი სნუპმა პირდაპირ კართან მიიღო.

როგორც TMZ-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თაიგულში მარიხუანის ჯოინთებია ჩამაგრებული.

შეგახსენებთ, რომ სნუპ დოგმა 16 აგვისტოს გამოუშვა ახალი ალბომი, I Wanna Thank Me, რომლის ბრიტანული ტურნე რეპერმა უკვე დააანონსა. ალბომისა და სიმღერის სახელწოდება იმ სიტყვიდან მოდის, რომელიც ჰიპ ჰოპ არტისტმა დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნის შემდეგ წარმოთქვა.