გუშინ, 21 ოქტომბერს თბილისში, გოცირიძეზე მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ On.ge-ს იაშვილის კლინიკაში უთხრეს.

მოზარდს მატარებელი გუშინ დაეჯახა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.