მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.