თბილისში, გოცირიძეზე მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.