ასობით ანალიზი, ათასობით შემთხვევა, ყოველდღიურ სამუშაოში ჩართული ადამიანები 14-ზე მეტი ქვეყნიდან, მოცული 20-ზე მეტი სახელმწიფო და ენა - ეს არის EUvsDisinfo-ს მიერ წარსულში გაწეული სამუშაო დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ლვოვის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რუსული სოციალური ქსელებით სარგებლობენ, გამოცდებს ვერ ჩააბარებენ - ეს იყო პრორუსული დეზინფორმაციის პირველი შემთხვევის არსი, რომელიც ჩაწერილი და გამომჟღავნებულია EUvsDisinfo მონაცემთა ბაზაში.

რეალურად პრორუსულმა მედიამ გააზვიადა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ გაზიარებული პირადი პოსტი, ეს განცხადება კი ოფიციალურად იქნა უარყოფილი თავად უნივერსიტეტის მიერ.

2015 წელს ევროკომისიამ დაამტკიცა მანდატი კომუნიკაციის ახალი გუნდისთვის, რომელიც უნდა დაარსებულიყო საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის ფარგლებში რუსული დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. მოგვიანებით გუნდის მისია გავრცელდება ევროკავშირის პოლიტიკის და ღირებულებების გავრცელებასა და მათ მხარდაჭერაზე აღმოსავლეთ სამეზობლოში, ასევე დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე.

იმხანად გუნდი შედგებოდა ექვსი ადამიანისგან — მათ უპასუხეს გამოწვევას იმით, რომ რეაგირებას ახდენდნენ დეზინფორმაციაზე და აძლიერებდნენ ევროპული წინააღმდეგობის პოტენციალს მის მიმართ. გუნდმა ჩაატარა პრორუსული მედიის მონიტორინგი რამდენიმე ენაზე, შექმნა მონაცემთა ბაზა დეზინფორმაციის ფაქტების შესაკრებად და გამოააშკარავა ისინი ამ ტიპის პირველ ვებსაიტზე – EUvsDisinfo.

ოთხი წლის და დეზინფორმაციის 6 500-ზე მეტი შემთხვევის შემდეგ, EUvsDisinfo წარმოადგენს კომპლექსურ პროექტს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის ფარგლებში, რომელიც მონიტორინგს უწევს და მოიცავს პრორუსულ დეზინფორმაციას 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დასავლეთ ბალკანეთზე და სამხრეთ სამეზობლოში.

EUvsDisinfo-ს პერსონალის მუშაობა 15-ზე მეტ ენაზე გაშუქდა ასობით მედია-საშუალებაში მთელი ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. მისი ხმა გახდა უმნიშვნელოვანესი ელემენტი დებატებში იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას დეზინფორმაციის პრობლემა და გაძლიერდეს მისთვის წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალი. ვებსაიტის საშუალებებით მკვლევარები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ.

ევროკავშირის ჩართულობამ პრორუსული დეზინფორმაციის საკითხში პროექტის EUvsDisinfo დაწყების შემდეგ გრძელი გზა გამოიარა. ევროკავშირის მთელი რიგი ინსტიტუტები, წევრი სახელმწიფოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები და მედია ახლა დემოკრატიული ქვეყნების ხელშეუხებლობის დაცვაში არიან ჩაბმული. მაგრამ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ თითოეული ჩვენთაგანით იწყება. რაც უფრო მეტი ვიცით ამ მოვლენის შესახებ, მით უფრო ეფექტურად შეგვიძლია საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა გესლიანი, პოლარიზაციის გამომწვევი და ბინძური დისკუსიისგან.

ამდენად, EUvsDisinfo-ს ახლა უკვე განახლებული ვებსაიტი კვლავაც უჭერს მხარს მკვლევარებს, მედიას და დაინტერესებულ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ უკეთ ჩასწვდნენ პრორუსულ დეზინფორმაციას და წინააღმდეგობა გაუწიონ მას.

ვებსაიტის ონლაინ ძიების სისტემა დეზინფორმაციის შემთხვევებით წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ ამგვარ საჯაროდ ხელმისაწვდომ საშუალებას. ძიება შესაძლებელია ენის, ქვეყნის, თარიღს ან საკვანძო სიტყვის საშუალებით.

უახლესი მაგალითები მოიცავს დეზინფორმაციას, რომელიც ეხება კლიმატის კრიზისის და ახალგაზრდობის აქტივისტ გრეტა ტუნბერგს, მცდელობას, თავიდან განიხილონ II მსოფლიო ომი, ევროპარლამენტის როლს, და მრავალ სხვა საკითხს.

ვებსაიტი ასევე მოიცავს ონლაინ ბიბლიოთეკას, საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევების უდიდეს კოლექციას პრორუსული დეზინფორმაციის თემაზე: დაწყებული სამეცნიერო პუბლიკაციებიდან, დამთავრებული საგაზეთო სტატიებით და ქვეყნების მაგალითების განხილვით, ინფორმაციით ინტერნეტ-ტროლების და ბოტების შესახებ და პრორუსული ტაქტიკის გამოაშკარავებით.

სხვადასხვა მაგალითების საფუძვლიანი განხილვა, მაგ. დეზინფორმაციის განხილვა MH17 თვითმფრინავის კატასტროფის და სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტაქტიკით, რომელიც გამოიყენება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

იმ პირობებში, როდესაც გრძელდება დაპირისპირება სარწმუნო ინფორმაციასა და მანიპულირებას, სიმართლესა და დეზინფორმაციას შორის, არსებობს EUvsDisinfo - ის ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.