მელია არათუ ორგანიზატორი იყო, აქციაზე შემთხვევით მოხვდა — ადვოკატი
ნიკა მელიას ადვოკატის მტკიცებით, დეპუტატი არათუ ხელმძღვანელობდა ძალადობრივ აქციას, არამედ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პროტესტზე მას შემდეგ, რაც მას იძულებით დაატოვებინეს პარლამენტი.
ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ცდილობს მას დააბრალოს ძალადობრივი მოწოდებები მაშინ, როცა ის საზოგადოებას პარლამენტში შესვლისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, საქმის პოლიტიკურ სარჩულს ამტკიცებს ისიც, რომ მტკიცებულებების შეგროვებაშიც ხელი შეეშალათ და ვერ შეძლეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები ამოეღოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის გამო მიიღო.
პროკურორის თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მოწმეთა მოსმენა შესაძლებელი იყო და ამ მიზეზით მტკიცებულებები არ წარადგინა. სწორედ ამის გამო მხარეთა შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომა დასრულდა. პროცესი 11 ნოემბერს, 10 საათზე განახლდება.
ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა აცხადებს, რომ მელია დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. მელიას კი ამბობს, რომ კითხვა დასვა.
27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები