პრინცი ჰარი ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ხმებს ეხმაურება, ძმასთან, პრინც უილიამთან სავარაუდო უთანხმოების შესახებ.

აფრიკაში ყოფნის პარალელურად, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ინტერვიუ ITV-ს დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერეს.

"არსებობს მოსაზრება მედიაში, რომ შენ ძმასთან ურთიერთობაში ბზარები გაჩნდა. რამდენად მართალია?" — ჰკითხა მას ჟურნალისტმა ტომ ბრედბიმ.

"ამ როლის, სამსახურის და ოჯახის ნაწილი ვარ, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ზეწოლა, რა დროსაც გარდაუვალი რამეები ხდება. თუმცა ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის ვიქნებით. ახლა ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა გზაზე მიდის, თუმცა მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ და როგორც ვიცი, ისიც ასე მოიქცევა. ჩვენ ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ვხედავთ, როგორც აქამდე, თუმცა მე ის ძალიან მიყვარს", — უპასუხა ჰარიმ.

ჰარიმ დასძინა, რომ მითქმა-მოთქმების უმრავლესობას საფუძვლად სიცრუე უდევს:

"როგორც ძმებს, გვაქვს კარგი დღეები და ასევე გვაქვს ცუდი დღეები".

მეგანი და ჰარი აფრიკის ტურნეს დასრულების შემდეგ შვებულებას იღებენ და საახალწლოდ არჩი ამერიკაში მიჰყავთ.