ავიაკომპანია Wizz Air შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ავიაკომპანიის ცნობით, ბაზელში ფრენები 18 ნოემბრიდან აღარ შესრულდება. ამ მიმართულებით ფრენა ვიზეარმა 2019 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რეისი დაბალი აქტივობის გამო შეაჩერეს. მათივე ცნობით, მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები 18 ნოემბრის შემდეგ ფრენებზე აქვთ შეძენილი, თანხა უკან დაუბრუნდებათ, ან სხვა მიმართულებაში გადაუცვლიან.

ამ დრომდე საქართველოს სხვა აეროპორტიდან შვეიცარიის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი არ სრულდება.