ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რომ ყოველ წელს უამრავი ჯილდოს მფლობელი ხდება ამას უკვე შევეჩვიეთ, გამონაკლისი არც ეს წელი იყო და ამჯერად ის ბერლინში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს Echo Klassik-ის მფლობელი გახდა - მეცხრამეტე საუკუნის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო სოლო ჩანაწერის ნომინაციაში.

Echo Klassik კლასიკური მუსიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელშიც პრიზები 26 ნომინაციაში გაიცემა.

ხატიას გამარჯვება ცხადი მაშინვე გახდა, როდესაც ქოლდფლეის სოლისტი კრის მარტინი გამოჩნდა. სწორედ მან გადასცა ჯილდო ხატიას და მიმართა: "მე ხატია ბუნიათიშვილის მოსწავლე ვარ. ის ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლის. ხატია, მადლობა გაკვეთილებისთვის, მე შენ მიყვარხარ."

შეგახსენებთ, რომ ალბომში, რომელიც ქოლდფლეიმ გამოუშვა, ერთ-ერთ კომპოზიციაში ხატია უკრავს.

აღსანიშნავია, რომ ხატია 2012 წელსაც გახდა ამ პრიზის მფლობელი, თუმცა მაშინ ჯილდო როგორც საუკეთესო დამწყებ პიანისტს ისე გადსცეს.