დონალდ ტრამპმა წარსულში მისი კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი შეურაცხმყოფელად მოიხსენია. "ჰილარი შეიშალა" — წერს ტრამპი ტვიტერზე.

"არაკეთილსინდისიერი ჰილარი ამჯერად კონგრესმენ თულსი ჰაბარდს ეძახის "რუსეთის ფავორიტს" და ჯილ სთაინსს "რუსულ აქტივს". გაგონილი გექნებათ, რომ მეც მეძახდა რუსეთის დიდ მოყვარულს. (სინამდვილეში მე მიყვარს რუსი ხალხი. მე ყველა ხალხი მიყვარს)", — წერს ტრამპი.

არავისთვისაა უცხო, რომ ტრამპსა და კლინტონს ცუდი ურთიერთობა აქვთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი კლინტონს აკრიტიკებს.

რამდენიმე თვის წინ ჯორჯ ბუშ უფროსის დაკრძალვაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები იყვნენ შეკრებილი, ტრამპი კლინტონებს არ მიესალმა. ტრამპი და კლინტონი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სადავო არჩევნებში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ.