ფლორიდელმა კაცმა თავისი გულუხვობით მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების ლანჩის ვალები დაფარა. მის მიერ გადახდილმა თანხამ თითქმის 1000 დოლარი შეადგინა.

ამერიკული მედიის ცნობით, ენდრიუმ ლევიმ შეიტყო, რომ მოსწავლეები სკოლის კაფეტერიებში ლანჩის გარეშე რჩებოდნენ დაუფარავი ვალების გამო. მან სულ 430 მოსწავლის ვალი დაფარა.

"საჭმელზე ფიქრი და დარდი ბავშვებს არ უნდა უწევდეთ, ისინი სწავლის დროს მშივრები არ უნდა იყვნენ. დაგროვილი ვალის გამო მათ ყველიანი სენდვიჩიც კი არ ერგებოდათ", — უთხრა ენდრიუმ ჟურნალისტებს.

როგორც მან დასძინა, მისი საქციელის გაგების შემდეგ უამრავი ადამიანი უკავშირდება და მოსწავლეებს მისი ხელით დახმარებას სთავაზობს. როგორც ჩანს ეს ის შემთხვევა, როდესაც სიკეთის პატარა მარცვალი კიდევ უფრო დიდ საქმეში გადაიზარდა.