როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რამდენიმე კვირის წინ უშგულელმა ახლაგაზრდამ, მარიანა ჩარქსელიანმა მისწერა, რომ სოფელს წიგნები სჭირდებოდა.

"და აი, დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და გაეროს მუდმივ კოორდინატორ საბინე მახლთან ერთად, ევროპის მუდმივად დასახლებულ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში თანამედროვე ბიბლიოთეკა და თანასწორობის კუთხე მოვაწყვეთ. მოსწავლეებს ყველგან უნდა ჰქონდეთ თანასწორობის განცდა, ჩვენც ყველა მთიან სოფელს მივაკითხავთ. სვანებს კი დიდზე დიდი მადლობა დაუმსახურებელი სიყვარულისთვის", — ამბობს კეკელიძე.