ჯეინ ფონდამ პოლიციას თავი ისევ დააპატიმრებინა
მსახიობი ჯეინ ფონდა ვაშინგტონში ისევ დააპატიმრეს, როცა ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად აქციას მართავდა. მასთან ერთად დააკავეს ასევე მსახიობი სემ უოტერსტონი, რომელიც ფონდასთან ერთად ტელესერიალ The Grace and Frankie-ში მონაწილეობდა.
მსახიობებთან ერთად პოლიციამ 15 გამპროტესტებელი დააკავა. დაპატიმრების მიზეზი უკანონო დემონსტრაცია იყო.
მსახიობების დაპატიმრების ამსახველი კადრები ტვიტერზე გავრცელდა.
იგივე მიზეზით დააპატიმრეს ჯეინ ფონდა გასულ პარასკევსაც. 81 წლის მსახიობი იანვრიდან მოყოლებული თითქმის ყოველკვირეულად მონაწილეობს პარასკევის გაფიცვით ცნობილ საპროტესტო აქციებში, სადაც ხელისუფლებისა და დიდი კორპორაციების მიერ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგაშო შედეგების უარყოფას აკრიტიკებენ და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.
ჯეინ ფონდას თქმით, ის გეგმავს იქამდე დააპატიმრებინოს თავი პოლიციას, სანამ მისი მოთხოვნა კლიმატური ცვლილებების შესახებ უმრავლესობის ყურადღებას არ მიიპყრობს.
"კაპიტოლიუმთან ყოველ პარასკევს მივალ, იწვიმებს თუ მზე გამოანათებს. შთაგონებული ვარ იმ საოცარი მოძრაობით, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს", — თქვა ფონდამ გასულ კვირას, დაპატიმრების შემდეგ.
ჯეინ ფონდა ცნობილია თავისი აქტივიზმით: ის ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა საჯაროდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. თანაც ეს მისი დაპატიმრების პირველი შემთხვევა არ არის: პირველად იგი 1970 წელს ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ამ წელს პოლიციის შენობაში მსახიობისთვის გადაღებული სურათები იმდენად პოპულარულია, რომ სხვადასხვა აქსესუარებზე ბეჭდავენ. მათი გაყიდვებიდან შემოსულ თანხას ფონდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები