შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გურამიშვილზე აფეთქება დღეს, 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ამავე თემაზე: