მერვე საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების გამო დაშავებული სამი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი განცხადებით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და დღესვე გაწერენ.

"სამი პაციენტია მოყვანილი, ორი ქალი, ერთ კაცი, მსუბუქი დაზიანებებით. ორ პაციენტს მტევანზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც დავამუშავეთ, ერთს კი ზოგადი დაზიანებები აქვს. დაზიანებები მსუბუქია, მაგრამ ვაყოვნებთ, ვაკვირდებით, ვიკვლევთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბინაზე დღესვე გაიწერებიან", — ამბობს ექიმი მთავარ არხთან.

გურამიშვილზე აფეთქება დღეს, 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.