თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე თვეში ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა ამოქმედდება. ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, შუქნიშნებზე დამონტაჟდება დეტექტორები, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფომაციას ნაკადებთან დაკავშირებით და სიტუაციის ოპტიმალურად მართვას შეძლებს.

"კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს", — განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები და სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.