პროკურორთა და გამომძიებელთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 ახალი წევრი აირჩიეს. ესენი არიან:

  1. ამირან გულუაშვილი;
  2. გვანცა გვიმრაძე;
  3. ირაკლი გაჩეჩილაძე;
  4. ვლადიმერ ნარინდოშვილი;
  5. მერაბ ჯერენაშვილი;
  6. ილია ჯანაშია.

საბჭოს 6 წევრს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 20-21 სექტემბერს გასდის, სწორედ ამიტომ აირჩიეს ახალი წევრები. საბჭომ 2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა, 1 კი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კვოტაზე აირჩია. ასევე, 2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, თბილისისა და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე და 1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.

კონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან პირველად ხდება საბჭოს განახლება.

საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია 8 პროკურორისგან. ის ზედამხედველობს მენეჯმენტს, წარუდგენს რეკომენდაციებდ გენერალურ პროკურორს და ჩართულია სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში.