რეიჩელ გრინის უსაყვარლესი პერსონაჟის შემსრულებელმა ყველა გაგვაცურა. როგორც ჯენიფერ ენისტონმა თქვა, მისი რეკორდული ინსტაგრამის ანგარიში პირველი სულაც არ ყოფილა. ამის შესახებ ის ჯიმი კიმელის შოუში გამოტყდა.

"შენ აქამდეც გქონდა ინსტაგრამის ყალბი ანგარიში, ხომ ასეა?" — ჰკითხა მან წამყვანმა.

"კი, ამ ანგარიშს დასასტალკად ვიყენებდი", — უპასუხა მსახიობმა. რა თქმა უნდა, მას ამ ინსტაგრამის იუზერნეიმი არ გაუმჟღავნებია.

ენისტონის სრული ინტერვიუს ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

ენისტონმა ოფიციალური ანგარიში ინსტაგრამზე 15 ოქტომბერს შექმნა, 18 ოქტომბრის მონაცემებით მას უკვე 13,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. მსახიობმა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა, როდესაც პირველ ხუთ საათში მილიონი გამომწერი მოიპოვა.

ამავე თემაზე: