ფსორიაზმა შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს — კვლევა
ფსორიაზმა შესაძლოა კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს — ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი. კვლევის შედეგები 16 ოქტომბერს გამოაქვეყნდა
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი ხასიათის დაავადებაა და კანზე ბალთების გაჩენით ავლენს თავს. დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ სხეულს, თუმცა ფსორიაზისთვის დამახასიათებელი გამონაყარი უფრო ხშირად იდაყვების და მუხლების მომხრელ ზედაპირზე გვხვდება. პათოლოგია შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი სქესისა და ასაკის პაციენტებში. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარე-ფაქტორები: ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, ხშირი სტრესული გამღიზიანებელი და სხვა.
ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის ხელმძღვანელი ალექს ტრეფორდია, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი. მან და მისმა კოლეგებმა 58 კვლევა შეაჯამეს და დაადგინეს, რომ ფსორიაზის ნებისმიერი ფორმით ავადობის დროს კიბოს განვითარების რისკი 18%-ით იზრდება, ხოლო მწვავე ფსორიაზის დროს კი — 22%-ით. ფსორიაზის ყველა შემთხვევაში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაზრდილი გახლდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიბოს ზოგიერთი სახეობის დროს, რისკი უფრო მაღალი იყო. მაგალითად: მწვავე ფსორიაზი 11-ჯერ ზრდის კანის კიბოს რისკს, ორმაგად საყლაპავის და ღვიძლის, ხოლო პანკრეასის კიბოს რისკს — 45%-ით.
ფსორიაზის ნებისმიერი ფორმით ავადობა ასევე მნიშვნელოვან კავშირში აღმოჩნდა მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, არა-ჰოჯკინის ლომფომასთან, თირკმლისა და პანკრეასის კიბოსთან.
ორ დაავადებას შორის ასეთი კავშირის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მეცნიერები აქამდეც საუბრობდნენ ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და კიბოს კორელაციაზე — შესაძლოა სწორედ ეს დაეხმაროთ მათ ზუსტი მექანიზმის გამოვლენაში.
ალექს ტრეფორდის განცხადებით, კვლევაში მონაწილე ფსორიაზით დაავადებულთა უმრავლესობა სიგარეტის მწეველი იყო, სხეულის უფრო მაღალი წონით გამოირჩეოდა და უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარდა. ეს ფაქტორები ამ კვლევებში გათვალისწინებული არ ყოფილა.
კვლევა ჟურნალში JAMA Dermatology გამოქვეყნდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები