20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატები ორივე ბრალდებულის მიმართ 2 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ჯავახიშვილსა და დათაშვილს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული სამ სამართალდამცავსა და 17 სამოქალაქო პირს.