ახალი წლის მოახლოებას ყველგან განსაკუთრებულად ელოდებიან, თუმცა წლის ეს პერიოდი ჰარი პოტერის ერთგული ფანებისთვის კიდევ უფრო ამაღელვებელია, რადგან საშობაო განწყობას ჰარი პოტერის სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

წელს კი შესაძლებლობა გეძლევათ კიდევ უფრო ჯადოსნურად შეხვდეთ ამ დღეს: მაგიური ნაძვის ხის საშუალებით ჯადოქრების სკოლაში იმოგზაურებთ.

განათებებთან ერთად მას მუსიკალური გახმოვანებაც აქვს: ყველასათვის კარგად ნაცნობი საუნდტრეკის ჩართვა და მოსმენა სურვილისამებრ შეგეძლებათ.

ფოტო: Amazon

ნაძვის ხე უკვე ხელმისაწვდომია ამაზონზე: მისი ფასი 119.99 დოლარია.

ამასთან ერთად ცალკე ჰარის, რონისა და ჰერმიონის მინიატურული ფიგურების შეძენაც შეგიძლიათ.

ფოტო: Amazon

საკუთარი სახლის მორთვა ჰოგვორტსის თემატიკით გაფორმებული სასაჩუქრე წინდებითაც შეგიძლიათ:

ფოტო: Amazon

პატარა საყვარელი ფორმებით კი ჯადოსნურ ნამცხვრებსაც დააცხობთ:

ფოტო: Amazon

მოკლედ, უკვე ზუსტად იცით რაც უნდა აჩუქოთ ჰარი პოტერის გულმხურვალე ფანს საახალწლოდ.