თქვენს ცოდვებს ხელიდან ვერ დაუსხლტებით. USA Network-ის დეტექტიური სერიალის, The Sinner-ის მესამე სეზონის ტრეილერი გამოვიდა. ახალ სეზონში კვლავ მონაწილეობს ბილ პულმენი, რომელიც სერიალის დასაწყისიდან დეტექტივ ჰარი ემბროუსს ასახიერებს.

ახალ სეზონში მას მეთ ბომერი უერთდება, რომელიც სკოლის მასწავლებლის, ჯეიმის როლს ასრულებს. სიუჟეტში, ჯეიმის თხოვნის შემდეგ, დეტექტივი ტრაგიკული ავარიის გამოძიებას იწყებს, რომელიც ნიუ-იორკის შტატის სიახლოვეს, ქალაქ დორჩესტერში მოხდა და უბედურ შემთხვევას ჰგავს. გამჭრიახი ჰარი ემბროუსი მალევე აღმოაჩენს დამალულ დანაშაულს, რომელიც მისი კარიერის ყველაზე შემაძრწუნებელ საქმედ იქცევა.

სერიალის პრემიერა 2020 წელს შედგება, მისი პროდიუსერი ჯესიკა ბილია, რომელიც სერიალის პირველ სეზონშიც მონაწილეობს.