მოდი ვაღიაროთ, რომ, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და საშინაო დავალების გაკეთება გვეზარებოდა სხვადასხვა ხრიკებს ჩვენც მივმართავდით ხოლმე.

თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტექნოლოგიები განვითარდა და ბავშვებისთვის ცხოვრების გამარტივების მეთოდებიც საგრძნობლად შეიცვალა.

თვალსაჩინო მაგალითია ეს სახალისო ვიდეოც, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებმა ახალგაზრდა დედამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დადო.

საქმე ის არის, რომ ეს პატარა გაიძვერა ბიჭი დავალებას ალექსას დახმარებით წერდა — სამწუხაროდ, კარის დაკეტვა დავიწყებია და "თაღლითობისას" დედამ შეუსწრო:

"აღფრთოვანებული ვარ ამ პატარა ბიჭის მოხერხებულობით. თუმცა, მიჭირს დაჯერება, რომ ჩემს არ ყოფნაში ამას აკეთებდა", — წერს ლეან გორმენლი.

თუ არ გახსოვთ კი შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარს სხვა პატარა ბიჭმაც გამოიყენა ამაზონის ალექსა მათემატიკის დავალების ამოსახსნელად.