ამერიკული კომპანია სტარბაქსი მთელს მსოფლიოში ცნობილია ყავის წარმოებითა და ყავახანების ქსელით. ის თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა - 2019 წლის მონაცემებით სტარბაქსი უკვე 30 000-ზე მეტი კაფის მფლობელია.

სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ახალი და განსაკუთრებული კაფე შეემატა ამ ქსელს:

კარიბის ზღვის აუზში მდებარე ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, პირველად გაიხსნა სტარბაქსის კაფე. ყავახანის უნიკალური დიზაინი თავისი ვარდისფერი კედლებით იმდენად ორგანულად შეერწყა ადგილობრივ ტროპიკულ გარემოს, რომ იფიქრებ უეს ანდერსონმა დააპროექტაო.

კადრი ფილმიდან The Grand Budapest Hotel

ფოტო: Fox Searchlight Pictures

არა? თითქოს, ღრუბლებიც კი შესაბამისად გადაღება პროექტის ავტორმა.

ფოტო: Starbucks

კი, ჩვენც ეგრე ვფიქრობთ: ისეთი ატმოსფეროა, რომ ღრუბლებიც ბამბის ნაყინი გეგონება, ხელს რომ გაიწვდენ და მარტივად შეახრამუნებ.