ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილებაში დაინერგა ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Sierra Innovative-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდული — ცირკულაცია (წიგნის ბრუნვა).

"საბიბლიოთეკო სისტემა Sierra Innovative-ის მოდული — ცირკულაცია (წიგნის ბრუნვა) გულისხმობს პროგრამულ კავშირს მომხმარებელს, დარბაზსა და საცავს შორის, მოიცავს წიგნის, როგორც ადგილობრივად, ასევე დისტანციურად დაჯავშნის შესაძლებლობას, გაცემასა და დაბრუნებას. პროცესი საჭიროებს სათანადო ტექნიკას — თერმულ პრინტერს, რომელიც საჩუქრად გადმოგვცა კომპანია "სი ელ სიმ" CLC Elevator. მადლობა მას მხარდაჭერისთვის", — განაცხადა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თინა ლომჯარიამ.

ცირკულაციის მოდულის დანერგვას წინ უძღოდა დიდი შრომა, მრავალი ტრენინგი და აქტიური მიმოწერა Sierra Innovative-ის სათაო ოფისთან, რომლესაც ახორციელებდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში Sierra Innovative-ის დამნერგავი ჯგუფი.

ცირკულაციის მოდულის ფარგლებში პირველი მომხმარებელი სიმბოლურად წიგნით დასაჩუქრდა.

ფოტო: ეროვნულიბ ბილიოთეკა

"გრანდიოზული ამბავი — ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის დაჯავშნა უკვე დისტანციურადაც შეგიძლიათ. სისტემა ჯერ ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილებაში დაინერგა, შემდეგ ქართველელოგიის და ბოლოს საერთო ფონდის მკვითხველთათვის გააქტიურდება", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა