ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.