უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ინტრონიზაციას საქართველოს ელჩი ესწრებოდა — ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლის, მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციას საქართველოს ელჩი ესწრებოდა.
"რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის აღიარებას, მე მივულოცე წინა კოლეგას. იყო ჩემი საჯარო განცხადებაც, ტვიტიც მქონდა, ფეისბუქზეც [დავპოსტე], პირადად მასაც მივულოცე და უფრო მეტიც, იქ იყო მხოლოდ რამდენიმე საელჩო წარმოდგენილი და ჩვენმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის პროცესში", — განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა საზოგადოების ნაწილი საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს და პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს. მთავრობაში ამბობდნენ, რომ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდნენ.
უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.
კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ავტოკეფალიის მინიჭებაზე შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.
თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.
ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".
მას შემდეგ რაც უკრაინის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოფრმდა, ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა აღიარების პროცესის გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ტომოსი არ წაუკითხავთ.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ილარიონის განცხადება ორაზროვანია და მუქარის შინაარსი აქვს. მათი თქმით, ცდილობნენ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიეღოთ.
20 თებერვალს ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქო განაცხადეს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები