Publika.ge — ლიბერალის ძველი გუნდის ახალი პლატფორმა
გამოცემა ლიბერალის ძველი გუნდი ახალ მედიას ქმნის, რომელსაც პუბლიკა ერქმევა. საიტი ერთ კვირაში ჩაეშვება, ფეისბუქგვერდი კი უკვე ხელმისაწვდომია. ლიბერალის გუნდმა გამოცემის დატოვების შესახებ 23 ივნისს განაცხადა, ამის მიზეზად კი მფლობელთან, შორენა შავერდაშვილთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
გამოცემა პუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ Publika.ge მკითხველს შესთავაზებს ახალ ამბებს, სტატიებს, ფოტო-ვიდეო მასალას, აუდიოკონტენტს, ბლოგებს, თვალსაზრისებს, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანუ ყველა სახის მედიაკონტენტს, რომელიც ინფორმირებულ მოქალაქეს სჭირდება.
"სტრუქტურული განსხვავება ისაა, რომ გამოცემა დაფუძნებულია თავად მასში მომუშავე ჟურნალისტების მიერ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს დამფუძნებელი საბჭო (აღმასრულებელი სტრუქტურის მეშვეობით) და არა ერთი ან რამდენიმე მფლობელი. ეს მოდელი თავისი დემოკრატიულობით გიცავს სხვადასხვა სახის ბიზნეს თუ პოლიტიკური გავლენებისგან", — ამბობს ვარდიაშვილი.
მისი თქმით, გამოცემისთვის პრიორიტეტი ოპერატიულად მომზადებული მედიაკონტენტი იქნება:
"თუმცა, ის აქცენტს უფრო სიღრმისეულ მასალებზე და კითხვებზე: როგორ და რატომ დასვამს".
ვარდიაშვილი აცხადებს, რომ როგორც ლიბერალში, აქაც მათთვის პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, სამართალი, სოციალური თემატიკა, განათლება, გარემო, შრომითი უფლებები და უმცირესობები იქნება. მისივე თქმით, გარდა ამისა, იქნება ინტელექტუალურ/თავშესაქცევი რუბრიკებიც — ლიტერატურა, კულინარია, ქვიზები და ა.შ.
კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ახალი მედიის დაფუძნება და არა ჟურნალისტების სხვადასხვა მედიებში გადანაწილება, ვარდიაშვილი პასუხობს, რომ ამ ტიპის მედია, როგორიც პუბლიკა იქნება, ქართულ მედიაგარემოს აკლია.
"მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსივრცე ლამისაა წალეკოს საინფორმაციო ვებგვერდებმა, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელია სანდო, კვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული მედიაგამოცემები... ვფიქრობთ, სწრაფად დავიკავებთ ადგილს იმ მედიების გვერდით, რომელსაც თითებზე ჩამოსათვლელი ვუწოდე. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს", — დასძენს ვარდიაშვილი.
ლიბერალის მაშინდელი გუნდი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ შავერდაშვილს არ მოსწონდა ლიბერალის პოზიციონირება, მათ დაუანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები