შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონის შენობა იწვის. სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობდა. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ფხია ჭინჭარაულმა გაავრცელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მათივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.