ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეჩერების მექანიზმზე შესათანხმებლად ოქტომბრის ბოლო კვირაში შეიკრიბებიან. მისივე თქმით, სავარაუდოდ 19 ოქტომბრისთვის საბჭოსა და პარლამენტს შორის უკვე უნდა შედგეს შეთანხმება. საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე კი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს:

შეთანხმდნენ შეჩერების ემქანიზმის მინიჭების საკითხი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 6 ოქტომბერს განიხილეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, 2016 წლის 5 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები (Coreper), საბჭოს სახელით შეთანხმდნენ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. თუმცა, საბჭოს მიაჩნია, რომ შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც განახლებული შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.