დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტზე ახალ შეთანხმებას მიაღწია.

"ჩვენ გვაქვს ახალი შესანიშნავი შეთანხმება, რომელიც კონტროლს გვიბრუნებს", — დაწერა ჯონსონმა ტვიტერზე.

შეთანხმება ევროკავშირმა 17-18 ოქტომბრის სამიტზე უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ მას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

ბრექსიტის ძველი შეთანხმება, რომელიც ბრიუსელმა და ტერეზა მეიმ შეიმუშავეს, პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ძირითადი პრეტენზია ირლანდიის საზღვარს ეხებოდა. ამჟამინდელი შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს ვაჭრობასა და სხვა საკითხებს დაარეგულირებს.