მასტიფი, სახელად ფლოიდი იუტაში ცხოვრობს და 90 კილოს იწონის. შაბათ-კვირას ის თავის მეგობარ ადამიანთან ერთად მთის სალაშქროდ წავიდა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო.

კვირას საღამოს, პოლიციაში ზარი შევიდა — მოლაშქრეებმა მაშელებს უთხრეს, რომ ვეება ძაღლი სიარულით დაღლილი იყო და გზას ვეღარ აგრძელებდა.

მაშველები სასწრაფოდ გაემართნენ მითითებული ადგილისკენ და ფლოიდი, პატრონთან ერთად, მთიდან იქამდე ჩამოიყვანეს, სანამ ძალიან აცივდებოდა. მთიდან ჩამოსვლის პროცედურა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

უწყების გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ფლოიდი გადასარჩენ კალათაში წევს, სახეზე დაღლილობა აწერია, თუმცა მაინც ბოლომდე უკმაყოფილო არაა და ენა აქვს გადმოგდებული.

ერთ ფოტოში კი მას თავი ჩაქინდრული აქვს. ალბათ დაღლილობისგან.

მაშველების თქმით, ძაღლი მთელი გზის განმავლობაში მშვიდად იყო და გზას ათვალიერებდა.

ასეთივე ისტორია შეემთხვა კოლორადოში გასულ წელს დიდ, ფუმფულა ძაღლს, რომელიც გზაში დაიღალა და მთიდან მის ჩამოსაყვანად მაშველთა ჯგუფი გამოცხადდა.