აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოში მოსახვედრად გასაუბრების ეტაპი 13-მა კანდიდატმა გადალახა. ისინი შესარჩევმა კომისიამ 2-ეტაპიანი ღია კონკურსის შედეგად შეარჩია.

13 კანდიდატიდან საბჭოს წევრი 4 გახდება. შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ:

  1. რაულ ბერიძე;
  2. დიანა ვაშაყმაძე;
  3. ნათია სირაბიძე;
  4. სოსო სტურუა;
  5. არჩილ ხახუტაიშვილი;
  6. სტელა ახვლედიანი;
  7. რუსლან ბარამიძე;
  8. ფირუზი ბოლქვაძე;
  9. ემზარ დიასამიძე;
  10. თამილა დოლიძე;
  11. გია ქარცივაძე;
  12. გელა ღოღობერიძე;
  13. თამარ წილოსანი.

საბჭოს ამჟამინდელი წევრებიდან ოთხს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი რჩება, რომელიც მრჩეველთა საბჭოში 2018 წლის ნოემბრიდანაა.