თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში ორი კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ამ საქმეზე სამი პირი დააკავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ორ კაცს დაზიანებები დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.