რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.