ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება. მის დანიშვნას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა. მისი პირველი მოადგილე ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, კიდევ ერთი მოადგილე კი ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილია.

ლადო კახაძე 2019 წელს შუალედური არჩევნებით პარლამენტს ქართული ოცნების კვოტით შეუერთდა.