სექტემბრის სამეცნიერო ფოტომიმოხილვა ბოლო ათწლეულის კლიმატურ მოვლენებს ეძღვნება
სექტემბრის თვე გლობალურ დათბობასთან ბრძოლის თვეა. ჟურნალ nature-ს სექტემბრის თვის სამეცნიერო ფოტო-ალმანახი სწორედ კლიმატის ცვლილებასა და მასზე მომუშავე ადამიანებს მიეძღვნა.
თხელ ყინულზე
ფროლიან ლედომ აღმოსავლეთ გრენლანდიაში ყინულის ზღვის ფოტოს გადასაღებად დრონი 250 მეტრის სიმაღლეზე ააფრინა. მეცნიერთა გამოთვლებით 2019 წელს გრენლანდია რეკორდულად დიდი რაოდენობის ყინულოვან მასას დაკარგავს. ლღობის პროცესი ამ სეზონზე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, ხოლო ყინული გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად დადნა. ზაფხულის სითბური ტალღის დროს ნიადაგის ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 12°C-ით მოიმატა, რის შედეგადაც 55 მილიარდი ტონა ყინული სულ რაღაც 5 დღეში გალღვა.
კალაპოტიდან გადმოხეთქილი
ეს ფოტო 2010 წელს, აღმოსავლეთ კენიაში, სოფელ კოლაბეში არის გადაღებული და მასზე სოფლის უფროსი, იდლე კასოვია აღბეჭდილი. სეზონურმა წვიმებმა მდინარე ტანა აადიდა და შედეგად სოფლები დაიტბორა, რასაც დაახლოებით 100 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 76 000 უსახლკაროდ დარჩა. კენიაში გასულ წელს ყველაზე მეტი მომაკვდინებელი დატბორვა დაფიქსირდა. აპრილში მეცნირებმა თავიანთი პროგნოზი გამოაქვეყნეს — შემდგომი 10 წლის განმავლობაში აფრიკაში ამინდი სულ უფრო მეტად ექსტრემალური გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ნალექი მეტ დატბორვას გამოიწვევს, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურა — უფრო ძლიერ გვალვებს.
ტყის მეთევზეები
ხოსე და კრუსი თავს ბრაზილიის სანაპირო მანგროს ტყეებში კიბოებისა და ხამანწკების დაჭერით ირჩენს. აქ მდინარე კარატინგუის მტკნარი წყალი ატლანტიკის ოკეანის მლაშე წყალს ერწყმის. მანგროს ტყეები ნახშირორჟანგის შთანთქმაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა ისინი წყლის დონის ცვლილებას ძალზე რთულად იტანენ. და კრუსის თქმით, წინა ათწლეულთან შედარებით, წყალმა ნაპირიდან დაახლოებით 3 მეტრით დაიხია უკან, რის გამოც მისი ნადავლი განახევრდა. მეცნიერთა პროგნოზით, სითბური აირების გამოყოფის სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი წყლის დონის ცვლილება გარდაუვალია, რაც საბოლოოდ მანგროების ეკოსისტემასა და ხოსე და კრუსის მსგავსი მეთევზეების საარსებო გარემოს რისკის ქვეშ დააყენებს.
არასტაბილური საძირკველი
ფოტო ქალაქ ნორისკში, რუსეთის შორეულ ჩრდილოეთშია გადაღებული. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ქალაქი მუდმივი მზრალობის პირობებშია აშენებული — აქ ტემპერატურა მუდმივად 0°C-ზე დაბლაა. ტუნდრის ლღობის შედეგადად ამ ქალაქებში შენობებმა "მოძრაობა" დაიწყო — მათი უმრავლესობის საძირკველი საყრდენ სვეტებზე დგას, რომლებიც ყინულის მასის დნობის შედეგად მის სიღრმეში ეფლობიან. არქტიკის მუდმივი მზრალობის ამგვარი მოულოდნელი ლღობა მეცნიერების შეშფოთების საფუძველია — ამ პროცესის განმავლობაში მეთანი და ნახშირორჟანგი გამოთავისუფლდება, რაც გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
გამოფიტვა
ფერმის ტერიტორიაზე ამომშრალი ეს გუბურა 2018 წლის ივნისში, ქალაქ გუნედაში, ავსტრალიაში არის გადაღებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ძლიერმა გვალვებმა ნიადაგი სრულად გამოფიტა. კლიმატის ცვლილება თავისთავად მოიაზრებს გვალვასა და ექსტრემალურ სითბურ ტალღებს, რაც სულ უფრო მეტად ჩვეული მოვლენა ხდება ქვეყნისათვის. ამის შესახებ ხაზგასმით იყო აღნიშნული კლიმატის შესახებ ავსტრალიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
მარჯნის მზისგან დამცავი
სასიკვდილო გაუფერულების საფრთხის წინაშე დადგომისას, ზოგიერთი მარჯანი მკვეთრ ლურჯ პიგმენტს გამოიმუშავს, რათა როგორმე თავიდან აიცილოს გადახურება. ეს ცილები ისევე მოქმედებენ, როგორც მზისგან დამცავი კრემი ჩვენი კანისთვის — შთანთქავენ და უკან აირეკლავენ ულტრაიისფერი სხივების პოტენციურად საშიშ კომპონენტებს. ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის 2/3 გაუფერულებულია, რისი მიზეზიც 2016 და 2017 წლების სითბური ტალღები გახლდათ.
ლღობადი მყინვარები
გლაციოლოგი შიგნიდან უღებს სურათს ვატნაიეკუდლის მყინვარის ნაპრალს. ეს უკანასკნელი ისლანდიის ყველაზე დიდი მყინვარია. 2019 წლის 18 აგვისტოს ისლანდიელმა მეცნიერებმა სამგლოვიარო პროცესია გამართეს მყინვარ ოუკჯოკულის პატისაცემად, რომელიც თითქმის სრულად გალღვა. სამგლოვიარო მემორიალურ დაფაზე გაფრთხილებაა ამოტვიფრული: უახლოეს მომავალში სხვა მყინვარებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ.
პიკას პოპულაცია
ამერიკული პიკა (Ochotona princeps) ერთ-ერთი პირველი ძუძუმწოვარი იქნება, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო გადაშენდება — ასეთია მეცნიერთა პროგნოზი. პიკა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთით, მთიან ნაწილში ბინადრობს და ის მაღალ ტემპერატურას ვერ იტანს. ზაფხული სულ უფრო მეტად ცხელი და მშრალი ხდება, რის გამოც ზოგიერთ მათგანს ადაპტაცია შედარებით უფრო ცივ რეგიონებთან უწევს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ პიკების ნაწილი საერთოდ გაქრა.
ნავთობის ლაქა
კომპანია Suncor-ის კუთვნილი საცავისკენ ნავთობი მიედინება. კანადური ნავთობშემცველი ქვიშა ბითუმის (ნავთობის ნახევრად მყარი ფორმა) ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოა. ბითუმს მიწისქვეშ ახურებენ და სწორედ ამის შემდგომ ხდება მისი მიწის ზემოთ ამოტუმბვა. შემდეგ მას სინთეტურ, ნედლ ნავთობად გადაამუშავებენ. ნავთობის მოპოვების ეს მეთოდი ხმამაღალი კამათის საგანია, რადგანაც მთელი პროცესი გარემოს უფრო მეტად აბინძურებს, ვიდრე უშუალოდ ნედლი ნავთობის ჭაბურღილური მოპოვება.
პოლარული ღამის სიბნელეში
გასულ კვირას გერმანული ყინულმჭრელი Polarstern არქტიკაში ყველაზე დიდ სამეცნიერო მისიას შეუდგა. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გემი გაყინულ ზღვაში შემდგომი 12 თვის განმავლობაში იდრეიფებს, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უფრო ახლოდან დააკვირდნენ ჩრდილოეთ პოლუსის მყიფე ეკოსისტემაზე გლობალური დათბობის ეფექტებს. ტემპერატურის მატება რეგიონს მნიშვნელოვნად ცვლის — აქ გადახურების პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე სხვაგან და ზაფხულში ყინულის რაოდენობაც მნიშვნელოვნად მცირდება.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
კომენტარები