პროექტი სტარტაპ ანბანი კვლავაც ტერაბანკის მხარდაჭერით ჩატარდება
Impact Hub Tbilisi, ტერა ბანკთან ერთად აგრძელებს მეწარმეობის პოპულარიზაციას ბავშვებში და უკვე მეორე წელია ახორციელებს საბავშვო პროექტს სტარტაპ ანბანი.
პროექტი 11-13 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და სახალისო, მარტივ ენაზე შედგენილ სატრენინგო კურსსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. პროფესიონალი მენტორების დახმარებით, პროექტის მონაწილეები საკუთარ იდეებს თამაშის მეშვეობით განავითარებენ და შექმნიან პროდუქტებს, რომლებსაც საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თავადვე წარადგენენ.
სტარტაპ ანბანში მონაწილეობა უფასოა, 20 კანდიდატი განაცხადების საფუძველზე შეირჩევა. მსურველთა აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და მათი წარდგენის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
"ბავშვებში მეწარმეობის უნარების განვითარება და ადრეული ასაკიდან საკუთარი საქმიანობის მოტივირება ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის საინტერესო მიმართულებაა. თანაც, იგი ჩვენს სტრატეგიულ სეგმენტს — მცირე და საშუალო ბიზნესს უკავშირდება. სტარტაპ ანბანის მხარდაჭერაში გასულ წელს ენთუზიაზმით ჩავერთეთ და წელსაც მას სიამოვნებით ვუერთდებით", — აცხადებენ ტერაბანკში.
"მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების განვითარება, სამეწარმეო და ფინანსური წიგნიერების ამაღლება, სიახლეების შექმნის შიშის გადალახვა, ხელს შეუწყობს ბავშვებს მომავლაში შეიქმნან ის კარიერა, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს", — განაცხადა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სტარტაპ ანბანში მონაწილე ბავშვებმა საკუთარი იდეების საფუძველზე 10 რეალური პროდუქტი შექმნეს. მათ შორის იყო სამოტივაციო სტიკერები და პოსტერები, თიხის მრავალფეროვანი აქსესუარები, გეომეტრიული ფიგურების ფორმის ჩანთები, სამაჯურები, კალათბურთელებისა და ფეხბურთელების ნიღბები თუ კომიქსები და ა.შ. საშობაო გამოფენაზე ამ ნივთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა სულ 2150 ლარი შეადგინა.
სტარტაპ ანბანის ფარგლებში, პირველი შეხვედრა 2 ნოემბერს ჩატარდება. პროექტში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები