რუსეთში მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ პირველად ყალბი ამბის გავრცელების გამო გამოცემა დააჯარიმა. სასამართლომ 200 ათასი რუბლის (9 220 ლარი) ადმინისტრაციული ჯარიმა გამოცემა მომენტ ისტინის დააკისრა.

გარდა ამისა, 60 ათასი რუბლის (2 760 ლარი) ოდენობის ჯარიმა დაეკისრა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ევგენი გნეუშევს.

როგორც გამოცემა TASS წერს, სანქციის მიზეზი გამოცემის რამდენიმე ვიდეორგოლი გახდა, რომელიც YouTube-ზე იყო განთავსებული. ერთ-ერთ ვიდეოს "სასწრაფოდ! რუსეთში მაიდანის რევოლუცია მზადდება" გახდა, რომელშიც პუბლიცისტი ანდრეი კარაულოვი მოსკოვის პროტესტებს განიხილავს.

ყალბი ამბების შესახებ კანონი რუსეთში 2018 წელს მიიღეს. კანონის მიღებიდან მალევე ბრალდებულთა სკამზე სხვადასხვა რეგიონიდან რუსი ბლოგერები აღმოჩნდნენ.