1976 წელს, კვლევის ფარგლებში NASA-მ მარსზე რობოტები, Viking 1 და Viking 2 გაგზავნა. ამ ექსპერიმენტის მთავარი მკვლევარი 40 წლის წინ გილბერტ ვ. ლევინი იყო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალში Scientific American სტატია გამოაქვეყნა.

ლევინი სტატიაში ამტკიცებს, რომ ექსპერიმენტის, სახელად Labeled Release (LR) შედეგებით წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა მტკიცდებოდა. მის ფარგლებში მარსის ნიადაგზე ორგანული ნივთიერებები უნდა შეემოწმებინათ.

"თითქოს ამ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გავეცით", — წერს ლევინი სტატიაში.

ექსპერიმენტის დროს, რობოტებმა მკვებავი ნივთიერებები მარსის ნიადაგის ნიმუშებში განათავსეს — თუ მარსზე სიცოცხლე არსებობდა, ის შთანთქავდა საკვებს, მეტაბოლიზმის ნიშნად აირის კვალს დატოვებდა, რასაც რადიოაქტიური სენსორები დააფიქსირებდნენ.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ბიოლოგიური რეაქცია იქნებოდა, ტესტი რამდენჯერმე განმეორდა ნიადაგის გაცხელების შემდეგ. თუ იქნებოდა გაზომვადი რეაქცია პირველ და არა მეორე ნიმუშში, ეს მიანიშნებდა ბიოლოგიურ აქტივობაზე. ლევინის მიხედვით, სწორედ ეს მოხდა.

საბოლოოდ, სხვა ექსპერიმენტებში ორგანული მატერიების პოვნა ვერ მოხერხდა, რის გამოც, ნასამ ვერ შეძლო ლაბორატორიაში შედეგების ასლის გაკეთება. ამის გამო, მან პოზიტიური შედეგები ყალბი დადებითით შეცვალა, როგორც უცნობი ქიმიური რეაქციები და არა როგორც სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულება.

თუმცა, ახლა უფრო და უფრო საიმედო ნიშნები ჩნდება. ნასას Curiosity როვერმა 2018 წლის ივნისში მარსზე სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნაერთები აღმოაჩინა.