ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმის წერილში კონკრეტული ხედვა არ იყო
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, 15 ოქტომბერს იწურება, ინფრასტრუქტურის მინისტრი კი მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას იწუნებს.
კონსორციუმს სახელმწიფოსთვის კაპიტალის სრულად შევსების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი და ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებაზე არასავალდებულო დოკუმენტი უნდა წარედგინა.
მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს, ვადის ამოწურვამდე 6 საათით ადრე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს მიიღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წერილი, თუმცა ის არ შეიცავს პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმებს ან კონკრეტულ ხედვებს:
"მისი შინაარსი, სამწუხაროდ, სრულად განსხვავდება 14 ოქტომბერს კონსორციუმის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებული შინაარსისგან".
მინისტრის თქმით, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მათ წერილის შინაარსის გაჟღერება შეუზღუდა. მაია ცქიტიშვილმა მიმართა კონსორციუმს თავად გაასაჯაროვონ წერილი.
რა ვალდებულებები ჰქონდა კონსორციუმს
15 ოქტომბრის 18 საათისთვის სახელმწიფომ კონსორციუმს ორი ვალდებულება დააკისრა:
- წარადგინოს შეთანხმებები პოტენციურ ინვესტორებთან $120 მილიონის ოდენობის თანხით საკუთარი კაპიტალის შევსებაზე;
- წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები $400 მილიონის ოდენობით სესხის გამოყოფის შესახებ.
კონსორციუმის პოზიცია
მამუკა ხაზარაძემ გუშინ, 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი დიდი ინვესტორი, რომლებიც არიან "კვალიფიციურები და საკმაოდ სტრატეგიულები". მან ინვესტორების დასახელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამას თავად კომპანია გააკეთებს თავის დროზე.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, მათ მთავრობას შესთავაზეს კონკრეტული გამოსავალი, ახლა კი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ყველაფერი:
"შევთავაზეთ კონკრეტული გამოსავალი, რომელიც თავის თავში მოიცავს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ყველაფრის გაკეთებას, რათა ეს პროექტი წინ წავიდეს და დასრულდეს წარმატებით".
რა მოხდება თუ სახელმწიფო ვალდებულებას შეუსრულებლად მიიჩნევს
15 ოქტომბერს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, მოშალოს მხარეთა შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი სააგენტოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, თუ კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს, სახელმწიფო მას უხანგრძლივებს ვადას, "რაც არაერთხელ მოხდა". მისივე თქმით, ალტერნატივაა ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზეც გადაწყვეტილებას სპეციალურად შექმნილი კომისია მიიღებს პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით:
"კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ეკონომიკის ბლოკის ყველა მინისტრი, რომელთაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი".
ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ვალდებულებების შესრულებაზე და იმაზე, თუ რა ბედი ეწევა საინვესტიციო ხელშეკრულებას, საზოგადოებას ხვალ, 16 ოქტომბერს გააცნობენ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები