10 რჩევა, თუ ვარჯიშის დაწყება გინდათ, მაგრამ უკიდურესად ზარმაცი ადამიანი ხართ
რამდენჯერ ყოფილა, რომ დივანზე წამოწოლილს ფეისბუქის სქროლვისას თქვენი Facebook მეგობრის ფოტო შეგხვედრიათ, რომელიც სავარჯიშო დარბაზშია და სრულ მზადყოფნაშია კალორიების დასაწვავად? რა არის ხოლმე პირველი აზრი, რაც ასეთ დროს თავში მოგდით?
ა) მე რა ჯანდაბა მჭირს?
ბ) რატომ არ შეიძლება, რომ სერიალის საყურებლად ღამის გათენება სპორტად ჩაითვალოს?
გ) ვარჯიში უნდა დავიწყო
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
სინამდვილეში ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ სავარჯიშო დარბაზებს და სარბენ ბილიკს პირად მტრად არ აღიქვამენ, უცხოპლანეტელები არ არიან. მეტიც, დიდი შანსია, რომ ერთ დროს ისინიც თქვენნაირად ზარმაცები ყოფილიყვნენ. ქვემოთ სწორედ ასეთი "გამოსწორებული" ადამიანების რჩევებს შემოგთავაზებთ:
1. ნუ დაიწყებთ ვარჯიშზე ფიქრს იქამდე, სანამ ამისთვის დროს არ გამოათავისუფლებთ
თუ ვარჯიში გულზე არ გეხატებათ და ამავე დროს, დილით გაღვიძება გიჭირთ, პირდაპირ გეტყვით, რომ დილის ვარჯიშთან დაკავშირებული თქვენი ყველა გეგმა კრახით დასრულდება. თუ ერთადერთი დრო, როცა ვარჯიში შეგიძლიათ, დილაა, მაშინ იმით დაიწყეთ, რომ ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილას გაიღვიძოთ და ადგეთ. აუცილებელი არაა, რომ ივარჯიშოთ, სახლი მიალაგეთ ან საუზმე მოამზადეთ, მთავარია, რომ ვარჯიში იქამდე არ დააძალოთ თქვენს სხეულს, სანამ საერთოდ დილით ადგომას არ შეეჩვევით.
2. არ იდარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობაზე
ყველაზე ხანმოკლე ვარჯიშიც კი სჯობს არანაირ ვარჯიშს, ასე რომ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ დღეში საათ-ნახევარი "უბრალოდ მინიმუმია", არც საკუთარ თავს მოუსმინოთ, რომელიც გეუბნებათ, რომ "ყოველდღე ორ საათს ნამდვილად ვერ ვივარჯიშებ". გამოძებნეთ 10 წუთი და დაიწყეთ 10 წუთით.
3. და რაკი ამ საკითხს მივადექით, ირბინეთ მხოლოდ ერთი სიმღერის განმავლობაში
იმის ნაცვლად, რომ ზედმეტად ამბიციური იყოთ და მერე იმედი გაგიცრუვდეთ, აირჩიეთ სიმღერა, რომლითაც ამჟამად შეპყრობილი ხართ და ირბინეთ სარბენ ბილიკზე იქამდე, სანამ ის არ დასრულდება. რაც არ უნდა რთული იყოს სირბილი, 3 წუთ-ნახევარი ყველაფერს გაუძლებთ, არა?
4. გააკეთეთ ყოველდღე 10 აზიდვა და 10 პრესი
ტყუილად ნუ იყიდით სავარჯიშო დარბაზის აბონემენტს იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ყოველდღე 5 წუთის გამოყოფა შეგიძლიათ 10 აზიდვის და 10 პრესის გასაკეთებლად: ეს პატარა ნაბიჯია, მაგრამ წარმოუდგენლად ეფექტიანი.
5. ინსტაგრამზე დააფოლოვეთ ადამიანები, რომლებიც აღგაფრთოვანებენ
ხანდახან პატარა ბიძგიც საკმარისია იმის გასახსენებლად, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანის სხეულს მონდომებისა და ვარჯიშის შემთხვევაში.
6. აქციეთ Facebook Memory თქვენს იარაღად
თუ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ბევრად უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყავით, შეახსენეთ საკუთარ თავს ეს ფაქტი და გაიხსენეთ, რომ თქვენს სხეულს ნამდვილად შეუძლია, ბევრად უფრო აქტიური იყოს, ვიდრე ახლაა.
7. იქონიეთ, პატარა, მარტივი მიზნები
ყოველდღე 20-წუთიანი ფეხით სიარული რთული მიზანი არაა და შეგიძლიათ, ამით დაიწყოთ. უბრალოდ კალენდარში მოინიშნეთ ყველა დღე, როცა 20 წუთის განმავლობაში სიარულს მოახერხებთ. როგორც კი დაკვირვებას დაიწყებთ, ასეთი დღეების რაოდენობაც მოიმატებს.
8. თუმცა ერთი ისეთი მიზანიც გჭირდებათ, რომელიც ახლა ძალიან გაშინებთ
იქნება ეს 30-წუთიანი სირბილი, კონკრეტული წონის აზიდვა, რამდენიმე კილომეტრის განმავლობაში ცურვა თუ ხელებზე დგომა - რაღაც დიდი მიზანი აუცილებლად გჭირდებათ. ამ მიზნის მიღწევა კი დაგარწმუნებთ, რომ არაფერია შეუძლებელი.
9. აღნიშნეთ წარმატებები, ოღონდ საჭმლით - არა
გადაბმულად 30 დღეა ვარჯიშობთ? უყიდეთ თქვენს თავს ახალი სავარჯიშო ფეხსაცმელი, ლეგინსები, წყლის ბოთლი ან მოსახერხებელი ყურსასმენები. საჭმლით აღნიშვნა ცუდი იდეაა არა კალორიების გამო, არამედ იმიტომ, რომ სასუსნავები ჩვენთვის პრიზთან არ უნდა ასოცირდებოდეს. საკუთარი თავის დაჯილდოების ბევრი სხვა ფორმაც არსებობს.
10. და ბოლოს, უფრო კეთილი იყავით საკუთარი თავის მიმართ
ყველაფერი თვითრწმენით იწყება: იმის დაჯერება, რომ ყველაფერი შეგიძლიათ, მართლა გაძლევთ ძალას ყველა მიზნის მისაღწევად.
ყოველ ჯერზე, როცა ვარჯიშისას ძალიან დაიღლებით, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე გაბრაზდეთ ფორმიდან ამოვარდნის გამო, გააცნობიერეთ, რომ ძალიან მაგარი ხართ, ასეთ დაღლამდე რომ საერთოდ მიხვედით. უამრავი რამ შეიძლებოდა გეკეთებინათ იმის ნაცვლად, რომ აქოშინებულს გევარჯიშათ, მაგრამ საკუთარ სხეულზე ზრუნვა პირველ ადგილზე დააყენეთ. ყველაფერი მსოფლმხედველობის შეცვლით იწყება და როგორც კი საკუთარი თავის მეგობარი გახდებით, სირთულეებთან გამკლავებაც აღარ გაგიჭირდებათ.
ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციისათვის სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. ასე ჩამოყალიბდა ეკოისტი - მოძრაობა, რომლის წევრებიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ და ცდილობენ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
შეუერთდი ეკოისტების ფეისბუქ ჯგუფს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები