ჩოქელა მტაცებელი მწერია, რომელიც ტარაკნის შორეული ნათესავი ყოფილა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ველურ ბუნებაში საკბილოს დევნით სულაც არ იწუხებს თავს და ადამიანებთან ერთად, როგორც ღირსეული შინაური ცხოველი, ისე ცხოვრობს.

უკანა კიდურებთან შედარებით კი წინა კიდურები მოკლე აქვს და სახელწოდება"ჩოქელაც" ალბათ აქედან მოდის, რადგან, როდესაც უყურებ, ფიქრობ, რომ დაჩოქილია და დამატებით სასუსნავს ითხოვს.

მწერს, რომელსაც პაწაწინა ავეჯი აქვს და ბევრ ჩვენგანზე კომფორტულადაც კი ცხოვრობს მავისი ჰქვია და მის მოვლაზე სამანტა ზრუნავს — დიახ, ქალს შეეძლო, რომ სახლში ძაღლი, კატა ან სულაც ზაზუნა ჰყოლოდა, თუმცა, არჩევანი ჩოქელაზე შეაჩერა, რომელსაც თავისი მინიატურული სახლიც (ბარბის სახლი) კი მოუწყო.

დაღლილი მავისი შხაპს იღებს:

ფოტო: mavisthemantis

მავისი გიგანტური აზიური ჩოქელაა, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და თავისი კომფორტული ავეჯით ტკბება.

ფოტო: mavisthemantis

"მწერების შესახებ ინფორმაციის მიღება ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდებიდან დავიწყე. თავიდან ობობებით ვიყავი გატაცებული', — ამბობს სამანტა.

ფოტო: mavisthemantis

ხოლო, კითხვაზე თუ რატომ აირჩია შინაურ ცხოველად ჩოქელა, პატრონი პასუხობს, რომ სახლში ორი ტარანტულიც ჰყავს და რომ მათთან შედარებით ჩოქელა უწყინარი არსებაა. ყველანი ერთად კი საყვარლები არიანო, ასევე განმარტავს ის.

ფოტო: mavisthemantis

მავისს სახლში მაგიდა, სკამები, სათავსოები, სკოლის ავტობუსი, ჭურჭელი და ხის მასიური საათიც კი აქვს.

ფოტო: mavisthemantis

ფოტო: mavisthemantis

ფოტო: mavisthemantis

ფოტო: mavisthemantis

ფოტო: mavisthemantis

გარდა ფუფუნებაში ცხოვრებისა, მწერი ინტერნეტშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინსტაგრამზე ათასობით გამომწერი ჰყავს.