ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ 12 ოქტომბერს, როცა ის მოქალაქეებს ხვდებოდა საქართველოს გამთლიანებაზე საუბრისას ფრაზა შეეშალა. თავის გამონათქვამში ღმერთის ხსენებაზე კითხვა მთავარი აქცენტების წამყვანებმა დაუსვეს.

"ჯერ ერთი, ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი. იქნებ, სხვა ღმერთს ვგულისხმობდი, არაუმრავლესობის... ფრაზა ამერია უბრალოდ. მე ვამბობდი ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ ისევ ომი მოგვიწიოდა და გამთლიანდეს სამშობლო", — თქვა ბოკერიამ.

მან განმარტა, რომ არ არის "ეკლესიური".