ქართული ფილმები, რომლებიც ეკრანზე 2017 წელს გამოვა
ქართული კინოს წარმატებებზე საერთაშორისო გამოცემები სულ უფრო ხშირად და უფრო პოზიტიურ სტატიებს წერენ. ამბობენ რომ ჩვენს ეროვნულ კინემატოგრაფს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სიუჟეტური ხაზი კვლავ აფხაზეთის ომის თემატიკის გარშემო ტრიალებს, მაინც მომრავლდა სოციალური დრამები. მაგალითისთვის შეგვიძლია ორი არაჩვეულებრივი ქართველი რეჟისორის ფილმები გამოვყოთ - ნანა ექვთიმიშვილის გრძელი ნათელი დღეები და რუსუდან ჭყონიას გაიღიმეთ. ასევე აღსანიშნავია ნინო ბასილაიას ფილმი ანას ცხოვრება და ლევან კოღუაშვილის შემთხვევითი პაემნები. 2017 ქართული კინოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იქნება, რადგან ეკრანზე რამდენიმე საინტერესო სურათი გამოდის.
ჩემი ბედნიერი ოჯახი
რა რეაქცია გექნებათ თუკი გაიგებთ, რომ ერთ დღეს თქვენი 50 წელს გადაცილებული მეზობელი ქალი, ნაცნობი, ნათესავი, დედა ან მეუღლე, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ოჯახზე ზრუნვას დაუთმო, გადაწყვეტს ცხოვრება ახლიდან, სრულიად მარტომ დაიწყოს. ფილმ გრძელი ნათელი დღეების შემდეგ, რომელიც ასზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კინოგაქირავებაში მოხვდა და 2013 წლის ყველაზე წარმატებულ საფესტივალო ფილმადაც დასახელდა, ჩემი ბედნიერი ოჯახი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსისთვის მეორე ერთობლივი ფილმია.
სიუჟეტი თბილისში მცხოვრები ერთი ქართული ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად ამბობენ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟებია, ახალი კინოსურათის სიუჟეტიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მანანა მხეიძის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს. ჩემი ბედნიერი ოჯახი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის ევრიმაჟის ხელშეწყობით იქმნება. ფილმის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეაქვს კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამას გადაიღე საქართველოში.
ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილ, მერაბ ნინიძე და ბერტა ხაფავა ასრულებენ.
ფილმის პრემიერა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლისთვის 2017 წელს შედგება.
საიდუმლო
ოსკარის ნომინანტი რეჟისორი ზაზა ურუშაძე წელიწადნახევრის შემდეგ გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა და ახალ დრამაზე სახელწოდებით საიდუმლო მუშაობს. როგორც რეჟისორი ამბობს ფილმი მიტევებაზეა და ის მის წინამორბედ არც ერთ ნამუშევარს არ ჰგავს. ფილმში სიუჟეტი ბერის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ერთ-ერთ სოფელში ეკლესიის წინამძღვრად ანაწილებენ. ბერის როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს.
ფილმში მონაწილეობს ნატა მურვანიძე, რომელიც მესანთლე ასმათის როლს ასრულებს.
ხიბულა
რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, გაღმა ნაპირის შემდეგ უკვე ახალ ფილმზე სახელად ხიბულა მუშაობს. სიუჟეტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარშემო ვითარდება და პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი 50 დღის ამსახველი დრამა იქნება.
ოვაშვილს ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 10 წლის წინ სურდა. თუმცა ფიქრობდა, რომ ამ თემისგან დისტანცირება უნდა მოეხდინა, რათა საბოლოოდ მოეხერხებინა მაქსიმალური მიუკერძოებელი ყოფილიყო. რეჟისორი ამბობს, რომ ეს არ იქნება ამბავი ისტორიულ ფიგურაზე, ეს იქნება ამბავი ადამიანურ მარტოობასა და ძალაუფლების დაკარგვაზე.
მძევლები
რეზო გიგინეიშვილი თვთმფრინავის ბიჭების ისტორიას კინოში გააცოცხლებს. რეჟისორის ახალი ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. მაშინ ახალგაზრდებს თავისუფლების მოპოვება და საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა სურდათ.
რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არ არის იმ ქართული ფილმებისა, რომელიც ეკრანზე შემდეგ წელს გამოვა, მაგალითად 2017-ში ვიხილავთ ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი, რომელზეც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, შემდეგ წელს გამოვა რამდენიმე ქართული ანიმაციური ფილმიც.
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები